აგორა სოლუშენსი | AGORA SOLUTIONS

Service

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და ეფექტური ვებ გვერდების შექმნას.

ციფრული ტექნოლოგიების ერაში ძნელია კარგად აკეთო ბიზნესი და იყო წარმატებული მასთან ადაპტაციის გარეშე. ამიტომ ჩევნ ვიკვლევთ თქვენს სურვილებს და გიზიარებთ გამოცდილებას, რათა მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალება მოგცეთ ისეთ სერვისის მეშვეობით, როგორიცაა ვებ გვერდის შექმნა.

ვებ გვერდის შექმნის საწყის ეტაპს წარმოადგენს თქვენი მოთხოვნების ვიზუალიზაცია, რომელიც ოლნაინ მარკეტინგის უკანასკნელი ტენდენციების შესაბამისი იქნება, რათა ვებ გვერდის ეფექტური და ხანგრძლივი ექსპლუატაცია უზრუნველვყოთ. ჩვენ ვქმნით დახვეწილ, ფერთა მარტივი კომბინაციის, ორიგინალურ და სწორი ინფრომაციული სტრუქტურის მქონე ინტერფეისს. დიზაინთან მუშაობისას დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ, რადგან სწორედ ამ დეტალებით მიიღწევა ეფექტურობა და ვიცით მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენი მიზანია სრულყოფილება, მაშინაც კი როცა კლიენტი უბრალოდ კარგად შესრულებულ სამუშაოს ითხოვს. 

ამის შემდეგ, PHP, MySql, (X)HTML, CSS, JavaScript ტექნოლოგიების მეშვეობით უზრუნველვყოფთ ვებ გვერდის მაღალი დონის ინტერაქტიულობას, გამართულ ტექნიკურ არქიტექტურას, დაცულ მონაცემთა ბაზას. ასევე ჩვენ მიერ შექმნილი, მარტივად სამართავი CMS-ით საშუალებას გაძლევთ დაამატოთ, წაშალოთ და შეცვალოთ მონაცემები თქვენს საიტზე.

Partners

Goa Credit Jaba Credit Tbilisi Business Hub GBC Aka Group bermeli Altido Rival Credit Giro Credit Global Credit Creditor Ornament bonaco
See more